WhatsApp

ჩვენს შესახებ

რეგისტრაციის თარიღი: 1969 წლის 13 ივნისი

  • წარმოების დაწყების თარიღი: 1973 წლის 12 დეკემბერი
  • კაპიტალი: 5,536 მილიონი ტაივანური ახალი დოლარი
  • თანამშრომელთა რაოდენობა: დაახლოებით 2,200
  • მწარმოებლურობა: 120,000 ერთეული / ორი ცვლა ავტომანქანებისთვის / 30,000 ერთეული / ორი ცვლა ელექტრო სკუტერებისთვის
  • პროდუქტები: სედანი, RV, LCV, სატვირთო მანქანა, EV, ელექტრო სკუტერი, AGV

CMC ცნობილია არა მხოლოდ როგორც Mitsubishi Japan-ის ერთადერთი დისტრიბუტორი და ექსკლუზიური ბიზნეს პარტნიორი ტაივანში, არამედ როგორც სატრანსპორტო საშუალებების მე-2 უმსხვილესი მწარმოებელი ტაივანში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გამორჩეული საწარმოო და მარკეტინგული მიღწევებით, რომელიც ეფუძნება საავტომობილო ინდუსტრიაში 50 წლიან გამოცდილებას 1969 წლიდან.

საწარმოს საქმიანობა

CMC საქმიანობას ახორციელებს HITS აკრონიმის სახით წარმოდგენილი პრინციპების საფუძველზე, რომელიც ნიშნავს ჰარმონიას, ინოვაციას, ხარისხსა და მდგრადობას (Harmony, Innovation, Top, and Sustainability).

CMC-ის ძლიერი მხარეები

1999 წელს ,CMC-მა (Mitsubishi-ს ექსკლუზიური პარტნიორი ტაივანში) დააარსა  China-Motor Asia Research & Technology Center (CARTEC) 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით.

კვლევებისა და განვითარების უახლესი შესაძლებლობებით, CARTEC უზრუნველყოფს პროდუქტების შემუშავებას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორიოს ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად.

მოწინავე კვლევებისა  და განვითარების ცენტრი,

CMC თანამშრომლობს MITSUBISHI MOTORS CORPORATION-თან (MMC-იაპონია).

CARTEC არის Renault-Nissan-Mitsubishi-ის გლობალური განვითარების სისტემის წევრი.

ჭკვიანი შერეული მოდელის წარმოება (Intelligent Mixed-Model Production)

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოლოდინში, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ჭკვიანი წარმოებისა და მართვის სისტემას, რომელიც აერთიანებს წარმოებას, ხარისხს, აღჭურვილობას, მასალებს, ანგარიშებსა და სიგნალიზაციას.

მოქნილი წარმოების შესაძლებლობებით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ერთი საწარმოო ხაზი 4 მანქანის მოდელისთვის, წარმოების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

თავდაპირველად, CMC ახორციელებდა  მხოლოდ კომერციულ მანქანების ექსპორტს საკუთარი CMC-ის ლოგოებით, Veryca-სა და Z7-ის ჩათვლით. 2012 წლის ბოლოს, CMC-მა დაიწყო ტაივანში აწყობილი Lancer Fortis სედანების ექსპორტი Mitsubishi-ს გლობალური გაყიდვების ქსელის მეშვეობით ახლო აღმოსავლეთში და თანდათან გააფართოვა ბიზნესი.

CMC Taiwan ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში დასახელდა ტაივანის ლისტირებული კომპანიების კორპორაციული მმართველობის შეფასების რეიტინგში (Taiwan Listed Company Governance Evaluation) საუკეთესო 5%-ში.

ცოტა ხნის წინ ტაივანის საფონდო ბირჟამ გამოაცხადა მე-7 კორპორაციული მმართველობის შეფასების შედეგები. CMC Taiwan კიდევ ერთხელ მოხვდა ლისტირებული კომპანიების კორპორაციული მმართველობის შეფასების რეიტინგის საუკეთესო 5%-ში.

ბოლო წლების განმავლობაში, CMC Taiwan აქტიურად უჭერს მხარს ESG2-ს და უზრუნველყოფს „მდგრადი განვითარების“ ინტეგრაციას კორპორაციულ მმართველობაში. კორპორაციის საოპერაციო საქმიანობის განხორციელებისას, CMC Taiwan-მა თანდათან გააუმჯობესა კორპორაციული მმართველობის სხვადასხვა მაჩვენებელი და, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების, ენერგიის დაზოგვისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების კუთხით მიღწეული წარმატებების წყალობით, CMC Taiwan-ს მიიღო "ეროვნული საწარმოს გარემოს დაცვის ჯილდო"(National Enterprise Environmental Protection Award), რაც კორპორაციული მართვის პოლიტიკის სხვადასხვა გზით გაუმჯობესების დასტურია.

CMC Taiwan მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკოლოგიურად სუფთა წარმოებას და შეამციროს გამონაბოლქვი ყოველწლიურად. მწვანე ენერგიის პროპორციის გაზრდის მიზნით განახლებადი ენერგიის წყაროების შექმნისა და სათბურის აირების წლიური ინვენტარიზაციის ჩატარების გარდა, CMC Taiwan ასევე პირველი იყო, ვინც დანერგა ჭკვიანი ენერგიის მართვის სისტემა ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით. CMC Taiwan-ის ქარხანაში ენერგიის დაზოგვა 2020 წელს 910,774 კვტ/სთ-ს მიაღწევს.

ტაივანში წყლის დეფიციტის კრიზისზე რეაგირების მიზნით, CMC Taiwan აგრძელებს წარმოების პროცესებში წყლის დაზოგვის კამპანიის ხელშეწყობას წყლის მართვის სისტემებისა და წყლის დამზოგავი მოწყობილობების დანერგვით, აგრეთვე წვიმის წყლის შენახვისა და გადამუშავების გზით. ნარჩენების შემცირების თვალსაზრისით კომპანიამ დანერგა ნარჩენი გამხსნელების რეგენერაციის მოწყობილობები და განსაზღვრა რეგენერაციის მაჩვენებლები 85%-მდე, რაც ეფექტურად ამცირებს ნარჩენებს 48.5%-ით.

CHAT